Thursday, April 24, 2014

გაკვეთილის  თემა
შეკრების    კანონები
კლასი
მეხუთე
გაკვეთილის  მიზანი
მოსწავლემ შეძლოს შეკრების კანონების გაანალიზება და მისი გამოყენება პრაქტიკაში
გაკვეთილის თანმიმდევრობა
გავამეორებინებ ნატურალური რიცხვების შეკრების წესებს როგორც თანრიგებად დაშლით ასევე ქვეშმიწერით
სხვადასხვა რაოდენობის ბურთულებს მოვათავსებთ გაუმჭვირვალე ყუთში და ამოვთვლით სხვადასხვა თანმიმდევრობით
საჭირო თვალსაჩინოება
სხვადასხვა ფერის ბურთულები
შეფასება
შეფასება მოხდება რუბრიკით






კრიტერიუმი
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეებმა შეძლონ შეკრების დროს გამოიყენონ შესაკრებების საჭიროების მიხედვით გადაადგილება და დაჯგუფება
წერენ რიცხვების შეკრებას მაგრამ ვერ არჩევენ როგორ გადაანაცვლონ
ანაცვლებენ შესაკრებებს, აჯგუფებენ არასწორად
სამი შესაკრების შემთხვევაში იყენებენ თვისებებს მაგრამ უჭირთ სამზე მეტი შესაკრების შემთხვევაში
კარგად არჩევენ გადასაადგილებელ და დასაჯგუფელ შესაკრებებს
 სწრაფად აჯგუფებენ შესაკრებებს შედეგს იღებენ მოკლე დროში